პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
"მოხარული ვარ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის ვიზიტით, რომელიც უკრაინაში საპარლამენტო დელეგაციასთან ერთად ჩამოვიდა",- ამის შესახებ რადას თავმჯდომარე რუსლან სტეფანჩუკი Facebook-ზე წერს.
"დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი შეხვედრა ხელს შეუწყობს საქართველოსა და უკრაინას შორის ორმხრივი ურთიერთობის შემდგომ განმტკიცებას და იმას, რასაც ჩვენი ხალხი ელოდება. ჩვენ ერთად განვიხილეთ აგრესორი ქვეყნის წინააღმდეგ სანქციების დაწესების აუცილებლობა, უკრაინისა და საქართველოს ევროინტეგრაციის მომავალი და აღდგენის პროცესში შესაძლო დახმარების საკითხები.
მადლობა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს ვიზიტისთვის, რაც სოლიდარობისა და მხარდაჭერის მნიშვნელობას აჩვენებს. მინდა დაგარწმუნოთ, რომ უკრაინელი ხალხისა და უკრაინის ხელისუფლების მხრიდან საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერა ისეთივე ძლიერია და ყოველთვის ასე იქნება",- წერს რადას თავმჯდომარე Facebook-ზე.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი საპარლამენტო დელეგაციასთან ერთად კიევში დღეს ჩავიდა.