რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო აშშ-ის მიერ დაწესებული სანქციების პაკეტს არაეფექტიანსა და კონტრპროდუქტიულს უწოდებს

რუსეთის საგარეო უწყება

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო აშშ-ის მიერ დაწესებული სანქციების პაკეტს არაეფექტიანსა და კონტრპროდუქტიულს უწოდებს. ამის შესახებ რუსეთის საგარეო უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაშია საუბარი.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული,  რუსეთს ზიანის მინიმუმამდე შემცირება შეუძლია და ეს მათ გადაწყვეტილებებზე გავლენას ვერ მოახდენს. 

„აშშ-ს ადმინისტრაციის მიერ გამოცხადებული სანქციების პაკეტი (უკვე ზედიზედ 101-ე), რომელიც გავლენას ახდენს ფინანსურ სექტორზე იმ პირთა სიის გაფართოებით, რომელთა მიმართ პერსონალური შეზღუდვებია დაწესებული, ემთხვევა ვაშინგტონის მუდმივ მცდელობებს შეცვალოს რუსეთის კურსი.

მიუხედავად იმისა, რომ წლების განმავლობაში ჩვენი ეკონომიკის განვითარების შეფერხების მიზნით გაწეული ძალისხმევა, აშკარად უშედეგო იყო, შეერთებული შტატები კვლავ რეფლექსურად იყენებს შემაკავებელ ინსტრუმენტებს, რომლებიც არაეფექტური და კონტრპროდუქტიულია ამერიკული ინტერესების თვალსაზრისით.

რუსეთმა დაამტკიცა, რომ სანქციების ყველა ხარჯით, შეუძლია ზიანის მინიმუმამდე შემცირება და კიდევ უფრო მეტიც, სანქციების ზეწოლას არ შეუძლია გავლენა მოახდინოს ჩვენს გადაწყვეტილებაზე, მტკიცედ დავიცვათ ჩვენი ინტერესები.

ჩვენ ვაცხადებთ, რომ ამერიკული საგარეო პოლიტიკა არის ერთპოლუსიანი მსოფლიოს სტერეოტიპების ტყვეობაში, აქვს მცდარი რწმენა, რომ აშშ-ს ჯერ კიდევ აქვს უფლება და შეუძლია, რომ მსოფლიოს საკუთარი წესები მოახვიოს თავს. მის არსენალში არ არის სხვა საშუალებები, შანტაჟის, დაშინებისა და მუქარების გარდა. სხვა ძირითად საერთაშორისო მოთამაშეებსა და პირველ რიგში რუსეთზე ეს არ მუშაობს. დაე, აშშ-ს ძახილებს მიჰყვნენ მისი სატელიტები და კლიენტები, რომლებმაც მთლიანად დაკარგეს დამოუკიდებლობა. ჩვენ კი ურთიერთპატივისცემის, თანაბარუფლებიანობის და ერთმანეთის ინტერესების გათვალისწინების პრინციპებზე დაფუძნებული დიპლომატიისთვის ღია ვართ.

ეჭვგარეშეა - სანქციებზე იქნება ძლიერი პასუხი. აუცილებელი არ არის, იყოს სიმეტრიული, თუმცა გაზომილი და საგრძნობი ამერიკული მხარისთვის“,- აღნიშნულია განცხადებაში.