პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
უკრაინა რუსეთში "ჯარისკაცების დედების ორგანიზაციას" დაუკავშირდა. უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ, ანა მალარმა განაცხადა, რომ თავდაცვის სამინისტრო ახლა მუშაობს რუსულ საზოგადოებას აცნობოს, რომ მათი თანამოქალაქეები უკრაინაში იმყოფებიან.
როგორც UNIAN-ის კორესპონდენტი იუწყება, ამის შესახებ მან ისაუბრა.
"თავდაცვის სამინისტრო ახლა მუშაობს იმისთვის, რომ აცნობოს მთელ რუსულ საზოგადოებას, რომ მათი თანამოქალაქეები, მათი ვაჟები, ქმრები აქ არიან. ბევრი მათგანი ტყვეობაშია, ათასობით უკვე დაიღუპა. ეს ინფორმაცია რუსეთის ფედერაციაში იმალება". აღნიშნა მან.
სამინისტროს წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია ახლა ინფორმაცია გავრცელდეს თუ რას აკეთებენ რეალურად ჩვენი სახელმწიფოს ტერიტორიაზე.
"ჩვენ უკვე გავავრცელეთ ინფორმაცია უკრაინის თავდაცვის სამინისტროს ცხელი ხაზის შესახებ რუსეთის ფედერაციაში, რათა მათ გაარკვიონ, სად არიან მათი ვაჟები და კაცები. რათა იცოდნენ სიმართლე, რომ მათი ხელისუფლება მათ აქ აგზავნის ქვემეხის საკვებად", - თქვა მინისრეის მოადგილემ.
გარდა ამისა, მალარმა დასძინა, რომ ახლა ორგანიზებულია პატიმრებთან მუშაობა.
„ჩვენ დავუკავშირდით "ჯარისკაცების დედების რუსულ ორგანიზაციას", რათა მათაც გაავრცელონ ინფორმაცია იმის შესახებ, თუ სად არიან ახლა მათი ქმრები და ვაჟები“, - თქვა მალარმა.