პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
უკრაინელი მომღერალი ნადია დოროფეევა სოციალურ ქსელში ემოციურ ვიდეოს აქვეყნებს.
დოროფეევა რუს და ბელარუს დედებს სთხოვს, არ გაუშვან თავიანთი შვილები უკრაინაში საომრად, რითაც შეაჩერებენ ომს უკრაინაში.
"მოგესალმებით ყველას. მე ნადია დოროფეევა ვარ, მომღერალი უკრაინიდან. არასდროს, არასდროს მქონია შეხება პოლიტიკასთან. მასში საერთოდ ვერ ვერკვევი. ახლა სიჩუმე დანაშაულია. ყველა ჩვენი მეგობარი ახლა თავშესაფარშია. მათ ძალიან ეშინიათ. ბელარუს და რუს დედებს, გემუდარებით, არ გამოუშვათ თქვენი შვილები საომრად ჩვენთან, უკრაინაში. გთხოვთ, შეაჩერეთ ეს, გთხოვთ." - ამბობს ის.