1732386875
რა არის „ბაირაქტარი“ - ავსტრიის, ბრიტანეთის, კანადისა და გერმანიის საერთო ნაწარმი - ყველაფერი უპილოტო საბრძოლო საფრენი აპარატის შესახებ
Bayraktar TB2 - თურქული საშუალო სიმაღლის გრძელვადიანი უპილოტო საბრძოლო საფრენი აპარატი, რომლის შესაძლებელია დისტანციურად მართვა ან ავტონომიურად ოპერირება.
წარმოებულია თურქული კომპანია „ბაიქარის“ მიერ, ძირითადად თურქეთის სამხედრო-საჰაერო ძალებისთვის.
საფრენი აპარატი კონტროლდება და იმართება სახმელეთო კონტროლის სადგურში მყოფი ეკაპაჟის მიერ, მათ შორის იარაღის გამოყენებაც. ბაირაქტარი თურქულიდან ითარგმნება, როგორც „დროშა“ ან „დროშის მატარებელი“.
აპარატის შექმნა და განვითარება დიდწილად სელჩუკ ბაირაქტარის სახელთანაა დაკავშირებული, რომელიც მასაჩუსეტსის ტექნოლოგიის ინსტიტუტის ყოფილი სტუდენტია. საფრენი აპარატი შედგება იმპორტირებული და რეგულირებული კომპონენტებისა და ტექნოლოგიებისგან, სადაც ძრავები წარმოებულია ავსტრიაში, სარაკეტო საკიდარი წარმოებულია დიდ ბრიტანეთში და ოპტოელექტრონიკა იმპორტირებულია კანადასა და გერმანიიდან.
დღეისთვის იმპორტირებული კომპონენტების რიგი ნაწილი შეჩერებულია ყარაბაღში მიმდინარე მოვლენების ფონზე, მაგალითად, კანადას შეჩერებული აქვს სენსორების მიწოდება და ეს საკითხი ახლა კანადის მთავრობის განხილვის ქვეშაა.
ბაიქარმა 2018 წლის მარტში კატართან გააფორმა ხელშეკრულება კატარის სამხედრო-საჰაერო ძალებისთვის ექვსი საფრენი აპარატის წარმოების შესახებ. 2018 წლის იანვარში, ბაიქარმა „Ukrspetsproject“–თან ხელი მოაწერა ხელშეკრულებას უკრაინის არმიისთვის 12 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების 12 თურქული „Bayraktar TB2“ და 3 სახმელეთო კონტროლის სადგურის მიყიდვის შესახებ. უკრაინამ უპილოტო თვითმფრინავების პირველი პარტია 2019 წლის მარტში მიიღო.