რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული აგრესიის შედეგად უკრაინაში 261 ბავშვი დაიღუპა

ბავშვები

რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული აგრესიის შედეგად უკრაინაში 261 ბავშვი დაიღუპა. ინფორმაციას  უკრაინული მედია გენერალური პროკურორის ოფისზე დაყრდნობით ავრცელებს. 

საბრძოლო მოქმედებების შედეგად დაშავდა 460-ზე მეტი ბავშვი.

ამავე ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ ეს მონაცემები საბოლოო არ არის.

ყველაზე მეტი ბავშვი დაზარალდა დონეცკის ოლქში - 184, კიევის ოლქში -116, ხარკოვის ოლქში - 112, ჩერნიგოვის ოლქში -68, ლუგანსკის ოლქში 52, ხერსონის ოლქში -52, მიკოლაევის ოლქში -47, ზაპოროჟიეს ოლქში -29, სუმის ოლქში -17, დედაქალაქ კიევში -16 და ჟიტომირის ოლქში 15 ბავშვი დაზარალდა.

 

ასევე დაგაინტერესებთ:

👉  შეეხებიან გალკინს? ხმას ამოვიღებ და ვერ გამაჩერებენ - ალა პუგაჩოვა

👉 არის თუ არა პუტინის შვილიშვილი გვარად ზელენსკი

👉 „სუფთა ქართულით ლაპარაკობდა“ - ვინ არის პუტინის თბილისში გაზრდილი სიძე ზელენსკი