არის თუ არა პუტინის შვილიშვილი გვარად ზელენსკი

ვლადიმერი

ცოტა ხნის წინ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის ქალიშვილის კატერინა ტიხონოვას  არაოფიციალური მეუღლე ბალერონი, იგორი გვარად ზელენსკი იყო. ამის თაობაზე ერთობლივი ჟურნალისტური გამოძიება ჩაატარეს გამოცემებმა - „ვაჟნიე ნოვოსტი“ და Der Spiegel. ამ საკითხს ასევე იკვლევდნენ Current Time, „მედუზა“ და ცენტრი „დოსიე“.

გავრცელებული ინფორმაციით წყვილს შვილი 2017 წელს გერმანიაში შეეძინათ. მიუხედავად იმისა რომ ოჯახი ამბავს ძალიან მკაცრად ასაიდუმლოებს ინფორმაციამ მაინც გაჟონა სამშობიარო სახლიდან. ერთ-ერთი მედდა ადასტურებს, რომ  პუტინის ქალიშვილმა ნამდვილად იმშობიარა  მათ სამშობიაროში და ნამდვილად გააჩინა  ქალიშვილი გვარად ზელენსკა , რომელიც ახლა 5 წლის უნდა იყოს.