იანვრიდან, სესხის აღების პირობები იცვლება - ნახეთ, დეტალები
1732698224
უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, რუსეთის ეკონომიკა ბოლო 50 წლის განმავლობაში ყველაზე დიდი კრიზისის წინაშე დგას.
როგორც ზელენსკი ამბობს, ვიდრე რუსეთს სურს, ტერორისტული სახელმწიფო იყოს, სიტყვები „კოლაფსი“, „დეფიციტი“ და „სიღარიბე“ აღწერს ცხოვრებას ამ ქვეყანაში.
მისი თქმით, რუსეთში ეკონომიკური კრიზისია, ვინაიდან მსოფლიო მასთან კავშირს წყვეტს.
„რუსეთის ეკონომიკა, ბოლო 50 წლის განმავლობაში, ყველაზე დიდ კრიზისში აღმოჩნდა. მსოფლიო რუსეთთან კავშირს წყვეტს. სიტყვები „კოლაფსი“, „დეფიციტი“ და „სიღარიბე“ იქნება რუსული ცხოვრების აღწერა, ვიდრე ეს სახელმწიფო მოინდომებს, ტერორისტული სახელმწიფო იყოს. რისთვის ხდება ეს ყველაფერი? რათა შეშლილმა პროპაგანდისტებმა თავიანთ გადაცემებში ნანგრევებზე აღმართული რუსული ან საბჭოთა დროშა აჩვენონ... სხვა პასუხი უბრალოდ არ არსებობს“, - ამბობს ზელენსკი.