ქართველი კრიმინალური ავტორიტეტი შეცდომით მოკლეს! - გახსნილია 2003 წლის მკვლელობის საქმე
1771705778
უკრაინის არმიის გენშტაბის ანგარიშის მიხედვით, რუსეთის საოკუპაციო ძალები პოზიციებს ამაგრებენ ლისიჩნსკში და ამზადებენ შეტევას სლავიანსკის მიმართულებაზე. ამის შესახებ უკრაინული მედია წერს.
გავრცელებული ცნობით, რუსმა სამხედროებმა მდინარე ჩრდილოეთის დონეცი გადალახეს და კრამატორსკის მიმართულებაზე საარტილერიო მომზადება გაიარეს.
რაც შეეხება დონეცკის ოლქს, რუსეთის საოკუპაციო ჯარმა ძირითადი ძალისხმევა მიმართა უკრაინის თავდაცვის ძალების ქვედანაყოფების სევერსკის-ფედოროვკა-ბახმუტის ხაზამდე თანდათან შევიწროებაზე.
პარალელურად, ბრიტანეთის დაზვერვის ინფორმაციით, რუსული ჯარები ლუგანსკის ოლქის ქალაქ ლისიჩანსკის აღების შემდეგ, სავარაუდოდ, საკუთარ ძალებს დონეცკის ოლქის აღებაზე მიმართავენ.