„ადამიანის ბედი იცვლება... ყველაზე ძლიერი დღეა ამ წელში“ - ქეთი ოდიშელის რეკომენდაცია
1766226037
რუსეთის ძალებმა კიევის ოლქში სახელმწიფო საზღვარი გაარღვიეს. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინის სახელმწიფო სასაზღვრო სამსახური ავრცელებს. უწყებაში აცხადებენ, რომ მტრის სამხედრო ტექნიკა „ვილჩას“ გამშვები პუნქტიდან შევიდა. ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.
მიმდინარეობს სასაზღვრო დანაყოფების გადანაწილება სათადარიგო პოზიციებზე და ისინი მოქმედებენ უკრაინის არმიასთან და ეროვნულ გვარდიასთან თანამშრომლობით.
კიევის ოლქი ბელარუსის ტერიტორიას ესაზღვრება.