1728156496
რუსეთის არმიამ უკრაინაში დონეცკის ოლქის ქალაქი უგლედარი დაიკავა - „ომის შესწავლის ინსტიტუტი“
რუსეთის არმიამ უკრაინაში დონეცკის ოლქის ქალაქი უგლედარი დაიკავა. ამის შესახებ აღნიშნულია „ომის შესწავლის ინსტიტუტის“ მოხსენებაში.
ანგარიშის თანახმად, უგლედარის ოკუპაცია ნაკლებად სავარაუდოა, რომ რადიკალურად შეცვალოს შეტევითი ოპერაციების კურსი, რადგან ქალაქი არ არის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ლოგისტიკური კერა.
პარალელურად, უკრაინული წყაროების ინფორმაციით, უკრაინული ჯგუფის ნაწილმა განახორციელა დაგეგმილი უკანდახევა უგლედარიდან, რათა თავიდან აეცილებინა ალყა.
უგლედართან დაკავშირებით მოხსენებას აქვეყნებს უკრაინული სადამკვირვებლო პროექტი „დიფსთეითი”, რომელიც ფრონტზე არსებულ ვითარებას აკვირდება.
ანგარიშის მიხედვით, ქალაქ უგლედარიდან გასვლის შემდეგ, უკრაინამ დონეცკის ოლქის ვოლნოვახის რაიონზე კონტროლი მთლიანად დაკარგა.