რუსეთის არმიამ ბახმუტი გადამწვარ ნანგრევებად აქცია - ვლადიმერ ზელენსკი

ვოლოდიმირ ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ფრონტზე არსებული ვითარების შესახებ ისაუბრა. მისი თქმით, მძიმე ვითარებაა უკრაინის აღმოსავლეთის მთავარ რაიონებში - ბახმუტში, სოლედარში, მარიინცასა და კრემინიაში.

„დონბასის საკვანძო რაიონებში ფრონტზე მდგომარეობა ძალიან რთულია. ამ ტერიტორიების მიწაზე დიდი ხანია არ არის დარჩენილი საცხოვრებელი ადგილი. ოკუპანტებმა ფაქტობრივად გაანადგურეს ბახმუტი - კიდევ ერთი ქალაქი დონბასი, რომელიც რუსეთის არმიამ გადამწვარ ნანგრევებად აქცია“, - განაცხადა ზელენსკიმ.