დააკვირდით ამ ციფრებს - რას ნიშნავს თქვენს პასპორტში მითითებული პირადი ნომერი
1732311895
ვიბრძოლებ თქვენი უფლებებისთვის ყველა კონსტიტუციურ ინსტიტუციაში, - წერს იურისტი ირაკლი ღლონტი სოციალურ ქსელში უკრაინაში მყოფ ქართველ მებრძოლებზე.
"უკრაინაში საქართველოსთვის და მსოფლიო მშვიდობისთვის მებრძოლო ჯარისკაცებო, მაგარო ბიჭებო, ჩვენო სიამაყეებო, ერთი წუთით არ დაუშვათ, რომ თქვენ ,,ქართული ოცნების’’ ვერაგული განზრახვის პირისპირ ხართ მარტო.ვერავინ, ვერასდროს შეძლებს წაგართვათ ის, რაც ყველაზე მეტად გეკუთვნით - საქართველოს მოქალაქეობა ! თქვენ გიცავთ საქართველოს კონსტიტუცია, საერთაშორისო სამართალი (კონვენცია) თქვენ გიცავთ ხალხი !მე, მოქალაქე, ირაკლი ღლონტი, ამჯერად იურისტის რანგში გამოვიყენებ ყველა სამართლებრივ ბერკეტს, მათ შორის ხელისუფლებისთვის არაფრისმთქმელ საერთაშორისო სამართალს და ვიბრძოლებ თქვენი უფლებებისთვის ყველა კონსტიტუციურ ინსტიტუციაში.ახლა კი მსურს კობახიძე - მდინარაძე - იონათამიშვილის და სრულიად ,, ქართულ ოცნების“ გასაგონად ვთქვა - გასაგებია, თქვენი შიშები და კომპლექსები, მაგრამ საქართველო მიუხედავად თქვენი მცდელობისა, ჯერ კიდევ ინარჩუნებს სახელმწიფოს ნიშან-წყალს და ჯერ კიდევ წარმოადგენს ცივილიზებული სამყაროს მნიშვნელოვან ნაწილს. თქვენ ვერ წაშლით და ვერ გააქრობთ ადამიანებს, მით უფრო ქართველ ჯარისკაცებს და ვერ აქცევთ მათ იდენტობისა და კუთვნილების გარეშე მყოფ არსებებად. მოქალაქეობის წართმევა სამშობლოს წართმევის ტოლფასია, ეს ნიშნავს ღირსებისა და უფლების აყრას, იმ ფუნდამენტური უფლების, რომელიც თქვენ ასე გაფრთხობთ.ბატონო გენერლებო, ოფიცრებო, სერჟანტებო, კაპრალებო, რიგითებო და მოხალისეებო - საქართველოს საამაყო ჯარისკაცებო - თქვენთან ერთად ვემსახურებით საქართველოს !"- წერს ირაკლი ღლონტი.