1732386875
რუსეთი, სავარაუდოდ, წყალქვეშა ნავის გამოსაცდელად ემზადება, რომელსაც ბირთვული ცუნამის გამოწვევა შეუძლია - მედია
ნატოს დაზვერვამ გააფრთხილა ალიანსის სარდლობა, რომ რუსეთმა შესაძლოა განახორციელოს ბირთვული ძრავის მქონე თვითმფრინავი „პოსეიდონის“ საცდელი გაშვება „ბელგოროდის“ ატომური წყალქვეშა ნავიდან. ამის შესახებ უკრაინული მედია წერს.
გამოცემის ცნობით, „პოსეიდონი“ გასაიდუმლოებული იარაღია, რომელსაც გავრცელებული ცნობით, შეუძლია, დიდი მანძილი გაიაროს წყალქვეშ და აფეთქების შემდეგ გამოიწვიოს ბირთვული ცუნამი, რასაც ქალაქების დატბორვა შეუძლია. საუბარია 24-მეტრიან აპარატზე, რომელიც აღჭურვილია ბირთვული ქობინით, რომლის სიმძლავრეც, დიდი ალბათობით, ორი მეგატონაა.
„პოსეიდონს“ შეუძლია წარმოქმნას რადიოაქტიური ცუნამი, რომელსაც შეუძლია გაანადგუროს ისეთი ქალაქები, როგორიცაა ნიუ-იორკი ან ლოს-ანჯელეს“, - წერს გამოცემა.
ამერიკული თანამგზავრებმა, რომლებიც აღჭურვილია ინფრაწითელი სენსორებით, რომლებიც თვალყურს ადევნებენ რუსული რაკეტების გაშვებას, შესაძლოა არ იმუშაონ „პოსეიდონთან“ მიმართებით, რადგან თანამგზავრები ვერ ხედავენ რა ხდება ზღვის სიღრმეში.