გუდაურში, 12 ადამიანის ცხედარი იპოვეს - დაწყებულია გამოძიება
1734195314
აშშ-ს ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს (CIA) ყოფილი დირექტორის, დევიდ პეტრეუსის განცხადებით, თუ პუტინი ბირთვულ იარაღს გამოიყენებს, აშშ უკრაინაში რუსეთის არმიას და შავი ზღვის ფლოტს გაანადგურებს.
"აშშ და მისი მოკავშირეები გაანადგურებენ რუსეთის ჯარებსა და აღჭურვილობას უკრაინაში - ასევე ჩაძირავენ მის შავი ზღვის ფლოტს - თუ რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი ბირთვულ იარაღს გამოიყენებს.
უბრალოდ, ჰიპოთეტურად რომ გითხრათ, ჩვენ ვუპასუხებდით NATO-ს - კოლექტიური ძალისხმევის ხელმძღვანელობით, რომელიც ამოიღებს ყველა რუსულ კონვენციურ ძალას, რომელსაც ჩვენ ვხედავთ და ამოვიცნობთ ბრძოლის ველზე უკრაინაში და ასევე ყირიმში და ყველა გემს შავ ზღვაში," - თქვა პეტრეუსმა.
კითხვაზე, მიიყვანს თუ არა რუსეთის მიერ ბირთვული იარაღის გამოყენება უკრაინაში ამერიკასა და NATO-ს ომამდე, პეტრეუსმა განაცხადა, რომ ეს არ იქნება სიტუაცია, რომელიც გამოიწვევს ალიანსის მე-5 მუხლის ამოქმედებას, რადგან უკრაინა NATO-ს წევრი არ არის, მაგრამ მისი თქმით, მიუხედავად ამისა, აშშ-სა და NATO-ს პასუხი იქნება სათანადო.
რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა 21 სექტემბერს განაცხადა, რომ რუსეთს აქვს ბირთვული იარაღი და საფრთხის შემთხვევაში, მზადაა ყველა საშუალება გამოიყენოს. ამასთან დაკავშირებით, ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში, ჯოზეფ ბორელმა თქვა, რომ ევროკავშირმა პუტინის მუქარა ბირთვულ იარაღზე სერიოზულად უნდა მიიღოს. NATO-ს გენერალური მდივანი, იენს სტოლტენბერგი კი აღნიშნავს, რომ თუ პუტინი ბირთვულ იარაღს გამოიყენებს, ამას რუსეთისთვის სერიოზული შედეგები მოჰყვება.