1 დეკემბრიდან მძღოლებისთვის ახალი წესები ამოქმედდება
1732391558
"აზოვის" ბატალიონმა "აზოვსტლის" ქარხნის ბუნკერებში მყოფი დაჭრილი მცველების ფოტოები გამოაქვეყნა და ამით საერთაშორისო თანამეგობრობას მოქმედებისკენ მოუწოდებს.
"მთელმა ცივილიზებულმა სამყარომ უნდა ნახოს, რა პირობებში იმყოფებიან მარიუპოლში დაჭრილები, დაშავებული დამცველები და იმოქმედოს!
გავრცელებული ინფორმაციით, დაჭრილები სრულ ანტისანიტარიულ პირობებში ღია ჭრილობებით იმყოფებიან, გადახვევები არასტერილური ნარჩენებით კეთდება, ისინი საჭირო მედიკამენტებისა და საკვების გარეშე დარჩნენ.
„ჯარისკაცები, რომლებსაც ხედავთ ფოტოზე და მათ გარდა, კიდევ ასობით სხვა მებრძოლი, აზოვსტლის ქარხანაში, მძიმე დაზიანებებით, საკუთარი ჯანმრთელობის ფასად, უკრაინის და მთელი ცივილიზებული სამყაროს თავისუფლებას იცავენ.
განა ახლა უკრაინა და მსოფლიო საზოგადოება ვერ იცავს და ზრუნავს ამ ბიჭებს?!
"აზოვი" მოუწოდებს გაეროს და წითელ ჯვარს გადაარჩინოს დაჭრილები უკრაინის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გადაყვანით, სადაც მათ სათანადო დახმარებას გაუწევენ.