რუსეთი დაშავებულ სამხედროებს, ექიმების ნებართვის გარეშე, ფრონტზე აბრუნებს

პუტინი საავადმყოფოში

რუსეთი დაშავებულ სამხედროებს, ექიმების ნებართვის გარეშე, ფრონტზე აბრუნებს, - ამის შესახებ უკრაინული მედია წერს.

გამოცემის ცნობით, ფაქტის შესახებ ჯარისკაცების დედების კომიტეტის მდივანმა ისაუბრა.

„რუსეთში გავრცელებული პრაქტიკაა, რომ დაშავებული სამხედროები საბრძოლო ზონაში სამხედრო სამედიცინო საბჭოს გადაწყვეტილების გარეშე იგზავნებიან. იურისტები და უფლებადამცველები აცხადებენ, რომ ეს კანონდარღვევაა“, - აცხადებს ვალენტინა მელინკოვა.

მელინკოვა აღნიშნავს, რომ მას შემდეგ, რაც რუსეთმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი წამოიწყო, დანაყოფების მეთაურები სამხედროებს კლინიკებიდან ფრონტზე ხშირად აგზავნიან და ამას საკითხზე პასუხისმგებელი სამედიცინო საბჭოს გვერდით ავლით აკეთებენ.