რას ჰყვება თვითმხილველი უბედურ შემთხვევაზე, რომელსაც 11 წლის მოზარდი ემსხვერპლა
1728367263
გურიის სოფლებისა და ქალაქების ნაწილში ბუნებრივი აირისა და ელექტროენერგიის აღდგენა, ამ დრომდე ვერ ხერხდება. ძლიერმა ქარმა ათეულობით საცხოვრებელ სახლს სახურავი გადახადა.
დაზიანებულია, სავაჭრო ობიექტები, პოლიციის შენობა და რამდენიმე საჯარო სკოლა. მოძრაობა ნაწილობრივ ჩაიკეტა ჩოხატაურში.
ძლიერმა ქარმა 7 ოჯახის საცხოვრებელი სახლი სახურავის გარეშე დატოვა. ყველა მათგანი მერიამ დროებითი საცხოვრებლით უზრუნველყო.
სტიქიის გამო, გურიაში ლანჩხუთსა და ჩოხატაურში პრემიერის ინიციატივით დაგეგმილი საახალწლო ღონისძიებები 15 იანვრისთვის გადაიდო. სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოების პარალელურად ზარალს ითვლიან.
ძლიერ ქარს კვლავ ებრძვიან იმერეთშიც, სადაც სტიქიის შედეგად 500 სახლის სახურავია დაზიანებული. 135 სოფელს არ მიეწოდება ელექტროენერგია.
დაზიანებულია მაგისტრალური გაზსადენი წყალტუბოს მიმართულებით და პრობლემებია გაზმომარაგების კუთხით. წაქცეულია ხეები, რის გამოც დაზიანებულია ათობით ავტომობილი. ქუთაისში 2500 აბონენტი წყლის გარეშეა დარჩენილი.
იმერეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის ზვიად შალამბერიძის ინფორმაციით 24 საათიან რეჟიმში მუშაობენ შესაბამისი სამსახურები და მიმდინარეობს ზარალის დათვლა.
სამეგრელოში, ძლიერმა ქარმა ყველაზე მეტად ფოთის, ზუგდიდისა და სენაკის მუნიციპალიტეტები დააზიანა. ნაწილობრივ, ან მთლიანად დაზიანებულია 600-ზე მეტი კერძოსახლის და 36-ზე მეტი კორპუსის სახურავი. ასევე, 5 საჯარო სკოლის, 5 საჯარო ბაღის, 2 ამბულატორიისა და10 ადმინისტრაციული შენობის სახურავი.
ელექტროენერგიის გარეშე დარჩენილია 100-მდე სოფელი, „ენერგო პრო ჯორჯიას“ ბრიგადების მიერ მიმდინარეობს აღდგენითი სამუშაოები. 24-საათიან რეჟიმში მუშაობენ მუნიციპალური სამსახურები, ამოქმედებულია ცხელი ხაზი. რთული მეტეოროლოგიური მდგომარეობის პარალელურად მიმდინარეობს ზარალის დათვლა. სტიქიის გამო სენაკში 16 იანვრამდე გადაიდო პრემიერის ინიცირებით გასამართი საახალწლო ღონისძიება.