პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი თვლის, რომ რუსეთ-უკრაინის ომის ადრეული დასრულების ნიშნები არ არსებობს.
მისი თქმით, რუსეთს არ სურს ომის დასრულება.
„დღეს სრულმასშტაბური ომის 72-ე დღეა და ომის დასასრულს ჯერ ვერ ვხედავთ. ჩვენ არ ვგრძნობთ და ვერ ვხედავთ რუსეთის მხრიდან მისი დასრულების რაიმე სურვილს. ჩვენ ვერ ვხედავთ დამაკმაყოფილებელ გადაწყვეტილებებს იმ გამოწვევებთან დაკავშირებით, რომელიც რუსეთმა ამ ომში გამოიწვია. 24 თებერვლიდან არ ყოფილა დღე, რომ ჩვენ არ გვქონოდა მოლაპარაკება იარაღის მიწოდებაზე, რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გამკაცრებაზე და ა.შ. და არ ყოფილა დღე, რომ ჩვენ არ გვესაუბრა უსაფრთხო გასასვლელზე და „მწვანე დერეფანზე“ მარიუპოლში ალყაში მოქცეული ხალხისთვის“, - აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.