ჯარიმა 100 ლარი და მინუს 10 ქულა - მნიშვნელოვანი ინფორმაცია მძღოლებს
1787934710
რუსულმა ძალებმა უკრაინის ხარკოვის ოლქის სოფელ ლებიაჟიეზე თავდასხმა განახორციელეს, რის შედეგადაც საცხოვრებელ სახლებში ხანძარი გაჩნდა, ოთხი ადამიანი დაიღუპა და რამდენიმე დაშავდა, - ინფორმაციას უკრაინული მედია ხარკოვის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელზე, ოლეგ სინეგუბოვზე დაყრდნობით ავრცელებს.
„მტერმა ღამით ჩუგუევსკის რაიონის სოფელ ლებიაჟიეს ექვსი უპილოტო საფრენი აპარატით შეუტია. მასშტაბური დარტყმის შედეგად 73 წლის და 66 წლის ქალები დაიღუპნენ“, - აღნიშნა სინეგუბოვმა.
მისივე ინფორმაციით, თავდასხმის შედეგად 5 კერძო საცხოვრებელ სახლში ხანძარი დაფიქსირდა, განადგურდა 3 საცხოვრებელი შენობა და დაზიანდა 20.
სინეგუბოვმა მოგვიანებით აღნიშნა, რომ მაშველებმა ნანგრევებიდან კიდევ ორი ადამიანის ცხედარი ამოასვენეს.