ნეპალში, გამანადგურებელი სტიქიის შემდეგ, უგზო-უკვლოდ დაკარგულად 1 924 ადამიანი ითვლება

ნეპალი

ნეპალში მომხდარი გამანადგურებელი წყალდიდობის შემდეგ, მთელი ქვეყნის მასშტაბით უგზო-უკვლოდ დაკარგულად 1 924 ადამიანი ითვლება, - ინფორმაციას ქვეყნის კატასტროფების რისკის შემცირებისა და მართვის ეროვნული ორგანო განახლებულ მონაცემებზე დაყრდნობით ავრცელებს.

ნეპალის სახელმწიფო სააგენტოს ცნობით, დაკარგულთა დაახლოებით მეოთხედი - 517 ადამიანი - სავარაუდოდ უცხო ქვეყნის მოქალაქეა.

დაღუპულთა რაოდენობამ კი 579-ს მიაღწია.