რუსებმა ბავშვების საწოლები დანაღმეს - ხარკოვის ოლქის სახელმწიფო ადმინისტრაციის თავმჯდომარე

 ოლეგ სინეგუბოვი

ხარკოვის ოლქის სახელმწიფო ადმინისტრაციის თავმჯდომარის, ოლეგ სინეგუბოვის განცხადებით, ოკუპანტებმა გარკვეულ ტერიტორიებზე შეტევისას უკან დაიხიეს.

მისივე თქმით, ტერიტორიების დატოვების შემდეგ რუსებმა ფაქტობრივად ყველაფერი დანაღმეს.

„ყველაზე ცხელ წერტილად ისევ იზიუმი რჩება. იქ ისევ ჩვენი ჯარისკაცები კონტრშეტევაზე გადავიდნენ  ბევრი მიმართულებით მტერმა უკან დაიხია. ყველა დაისჯება, ვინც უკრაინის წინააღმდეგ დანაშაული ჩაიდინა ბრძოლები გრძელდება ხარკოვშიც, შეტევები განსაკუთრებით ინტენსიურია ლოზოვას, ჩუგოევის, დერგაჩისა და ზოლოჩივის მიმართულებით. ოკუპანტები იყენებენ სარაკეტო და საზენიტო დანადგარებს, ასევე ისვრიან ფრთოსან რაკეტებს. ჩვენი არმია მტერს ანადგურებს და დევნის.

ჩვენმა მოქალაქეებმა სახლებში დაბრუნება დაიწყეს, ტერიტორიების დატოვების შემდეგ რუსებმა ფაქტობრივად ყველაფერი დანაღმეს, წარმოიდგინეთ საბავშვო ბაღები და ბავშვების საწოლებიც კი დანაღმულია, ახლა განაღმვითი სამუშაოები მიმდინარეობს, რაც გარკვეულ დროს მოითხოვს “, - განაცხადა ხარკოვის ოლქის სახელმწიფო ადმინისტრაციის თავმჯდომარემ, ოლეგ სინეგუბოვმა.