ირპინი დანაღმულია - ქალაქში ცხედრებზეც ნაღმები აღმოაჩინეს

danagmuli

კიევის ოლქში, ქალაქ ირეპენში, რომელსაც რუსი ოკუპანტები გარკვეული პერიოდის განმავლობაში აკონტროლებდნენ და რომელიც უკრაინულ თავდაცვის ძალებთან ერთად ქართულმა ლეგიონმაც გაათავისუფლა, მრავალი ნაღმია დატოვებული - დანაღმულია გვამებიც კი. ამიტომ, ქალაქში მოსახლეობა კვლავ ვერ ბრუნდება. 

ამის შესახებ ტელემარათონის ეთერში შინაგან საქმეთა მინისტრის მრჩეველმა ვადიმ დენისენკომ ისაუბრა.

„ჩვენ ვპოულობთ უამრავ ნაღმს, სტრიებს, დანაღმულ გვამებსაც კი. ამიტომ, ძალიან დიდი თხოვნაა, ვისაც სახლში დაბრუნება სურს, ცოტა მოითმინეთ.

დენისენკომ აღნიშნა, რომ ირპენში ბევრი ადამიანი რჩება, ვინც წასვლაზე უარს ამბობს და პოლიცია მათ სარდაფებში ეძებს. ისინი ცდილობენ მათთან მოლაპარაკებას უსაფრთხო ადგილას გადაყვანის მიზნით.

ირპენის მერის, ალექსანდრე მარკუშინის თქმით, ქალაქის ნახევარი დანგრეულია, რუსი დამპყრობლები ისევ გრადებიდან ისვრიან.