გაყინული იყო... - 25 წლის ახალგაზრდა, რომელსაც 2 კვირა ეძებდნენ, გარდაცვლილი იპოვეს
1737230192
უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესია რუსულ ეკლესიასთან კავშირს წყვეტს. ინფორმაციას ამის შესახებ Reuters-ი ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, გადაწყვეტილება უკრაინის ეკლესიის ლიდერის ხელმძღვანელობით გამართულ საეკლესიო საბჭოს სხდომაზე მიიღეს.
„საბჭომ დაამტკიცა შესაბამისი ცვლილებები უკრაინის მართლმადიდებლური ეკლესიის მართვის დებულებაში, რაც განსაზღვრავს უკრაინის მართლმადიდებლური ეკლესიის სრულ ავტონომიასა და დამოუკიდებლობას“, - აღნიშნულია განცხადებაში.
უკრაინის ეკლესია გმობს რუსეთის თავდასხმასა და ამ ქვეყნის ეკლესიის მეთაურის - პატრიარქ კირილის მხარდაჭერას კრემლის პოლიტიკის მიმართ, რომელიც ომს „სპეციალურ სამხედრო ოპერაციას“ უწოდებს.