რატომ ავრცელებს რუსეთი ინფორმაციებს „ბინძური ბომბის“ შესახებ - რა არის ოკუპანტების მიზანი

კომენდანტი უკრაინაში

რუსეთი აცხადებს, რომ უკრაინა თავის ტერიტორიაზე „ბინძური ბომბის“ გამოსაყენებლად ემზადება. 

23 ოქტომბერს რუსეთის თავდაცვის მინისტრი სერგეი შოიგუ თავის კოლეგებთან თურქეთიდან, ბრიტანეთიდან და საფრანგეთიდან საუბრისას ცდილობდა უკრაინა ტერაქტის მომზადებაში დაედანაშაულებინა. შოიგუმ, სავარაუდოდ, „შეშფოთება გამოთქვა უკრაინის შესაძლო პროვოკაციებთან დაკავშირებით „ბინძური ბომბის“ გამოყენებით.

შოიგუს განცხადებას გამოეხმაურნენ უკრაინის პრეზიდენტი ვლადიმერ ზელენსკი , საგარეო საქმეთა მინისტრი დიმიტრი კულება და თავდაცვის მინისტრი ალექსეი რეზნიკოვი. ამ უკანასკნელმა მსოფლიოს მოუწოდა შეესრულებინა ბუდაპეშტის მემორანდუმის მეოთხე პუნქტი.

ინფორმაციას ერთობლივი განცხადებით გამოეხმაურნენ აშშ, დიდი ბრიტანეთი და საფრანგეთი.

ომის შესწავლის ამერიკული ინსტიტუტის (ISW) ანალიტიკოსების აზრით, შოიგუ ცდილობდა შეეჩერებინა უკრაინისთვის სამხედრო დახმარება „ბინძური ბომბის“ გამოყენების შესახებ განცხადებების გავრცელებით.

რა არის „ბინძური ბომბი“

ბინძური ბომბი ან რადიაქტიური მასალის გამავრცელებელი მოწყობილობა (RDD) არის შესაძლო რადიოლოგიური იარაღი, რომელიც აერთიანებს რადიოაქტიურ მასალას ჩვეულებრივ ასაფეთქებელ ნივთიერებებთან.

ბინძური ბომბი არ არის ბირთვული იარაღი, რომელიც ბირთვული ენერგიის გამოთავისუფლებით ქმნის აფეთქების ეფექტს, რომელიც ბევრად აღემატება გარემოსთვის მიყენებულ ზიანს, ვიდრე და ზიანი, რაც შეიძლება მიღწეული იყოს ჩვეულებრივი ასაფეთქებელი ნივთიერებებით.