რას პასუხობს პუტინი იტალიის პრემიერს ომის შეწყვეტისა და ზელენსკისთან შეხვედრის შესახებ

ვლადიმერ პუტინი

„პუტინს ჯერჯერობით არ სურს კონფლიქტის დასრულება და ზელენსკისთან შეხვედრა“,  - ამის შესახებ იტალიის პრემიერმა მარიო დრაგიმ განაცხადა. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

მისი თქმით, მან სატელეფონო საუბრის დროს რუსეთის პრეზიდენტს ზელენსკისთან შეხვედრისა და ცეცხლის შეწყვეტისკენ მოუწოდა. მარიო დრაგის ინფორმაციით, პუტინმა მას უპასუხა, რომ „ჯერჯერობით ამის დრო არ დამდგარა“.

„სატელეფონო საუბრისას მე მას ვუთხარი, რომ ვურეკავ, რათა მშვიდობაზე დაველაპარაკო. მე მას ვკითხე „როდის ხვდებით ზელენსკის? მხოლოდ თქვენ ორს შეგიძლიათ გადაწყვეტილება მოძებნოთ.“ მან მიპასუხა: „ჯერ ამის დრო არ მოსულა“. მე მოვუწოდე: „მიიღეთ გადაწყვეტილება ცეცხლის შეწყვეტის შესახებ“ და კვლავ: „არა, ჯერჯერობით ამის დრო არ დამდგარა“, - აცხადებს იტალიის პრემიერი.