„ტემპერატურა ნორმაზე მაღალი იქნება და +40 გრადუსსაც მიაღწევს“ - ივლისის ამინდის პროგნოზი სრულად
1782763266
შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის განცხადებით, უკრაინელებმა ლუგანსკის ოლქის ოთხ რაიონში რუსეთის ძალებს უკან დაახევინეს.
თავდასხმები მოიგერიეს სოლედარის, ბახმუტის, ანდრეევკის და სხვა დასახლებებში. განსაკუთრებით აქტიურია საბრძოლო მოქმედებები დონბასში. შეხების ხაზის გასწვრივ საოკუპაციო ძალები სამოქალაქო ინფრასტრუქტურასა და საცხოვრებელ სახლებს ბომბავენ.
საბრძოლო მოქმედებები გრძელდება ქვეყნის სამხრეთითაც. ოპერატიული სარდლობა „სამხრეთის“ ცნობით, უკრაინელებმა მტრის სამი ვერტმფრენი და საბრძოლო მასალის სამი საცავი გაანადგურეს, ხერსონში კი რუსულ არმიას უკრაინის პოზიციების წინააღმდეგ „კამიკაძე-დრონების“ გამოყენების საშუალება არ მისცეს.