უკრაინელებმა ლუგანსკის ოლქის რამდენიმე დასახლებაში რუსულ ძალებს უკან დაახევინეს - გენშტაბი

უკრაინელი სამხედრო

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის განცხადებით, მათმა სამხედროებმა ლუგანსკის ოლქში, კერძოდ, კარმაზინივკას, მიასოჟარივკასა და ნევსკეში, ისევე როგორც დონეცკის ოლქის ნოვოსადოვეს დასახლებაში რუსულ ძალებს უკან დაახევინეს.

„მტერი ცდილობს შეინარჩუნოს დროებით დაკავებული ტერიტორიები და გაიუმჯობესოს საკუთარი ტაქტიკური პოზიცია” , - აღნიშნულია განცხადებაში.

უწყების ცნობითვე, დღეს უკრაინის თავდაცვის ძალებმა მტრის თავდასხმები სპირნეს, სოლედარის, ბახმუტის, ანდრიივკას, მარინკასა და პერვომაისკეს დასახლებებში მოიგერიეს.

“მტერი უკრაინელებს ბომბავს საკონტაქტო ხაზის გასწვრივ და ახორციელებს საჰაერო დაზვერვას. დღეს მტერმა სარაკეტო და საჰაერო დარტყმები განახორციელა სამოქალაქო ინფრასტრუქტურასა და სახლებზე, არღვევს საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის ნორმებს, საომარი მოქმედებების კანონებს” , - აღნიშნულია განცხადებაში.