„5-6 თვეში, ვხედავ...“ - გოგა მანია საქართველოსა და მსოფლიოზე
1751482200
უკრაინაში რუსული აგრესია გრძელდება. დონეცკი ისევ დაიბომბა. სარაკეტო იერიშს 13 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. ორჯერ დაბომბეს სუმის ოლქი, რასაც მსხვერპლი მოჰყვა. სარაკეტო იერიში მიიტანეს ზაპოროჟიეს ოლქზეც. საოლქო ცენტრის მიმართულებით ოკუპანტებმა რვა რაკეტა ისროლეს. გავრცელებული ცნობით, ეს-300-ის ტიპის რაკეტები პროვიტნის დასახლებაში საცხოვრებელ სახლებს მოხვდა.
სარაკეტო იერიშის ზონაში მოექცა სამხრეთ უკრაინის ატომური ელექტროსადგურის ინდუსტრიული ზონაც. კომპანია ენერგოატომის ცნობით, დარტყმის ტალღამ ელექტროსადგურის შენობები დააზიანა. გამოირთო სამხრეთ უკრაინის ენერგოკომპლექსის შემადგენლობაში შემავალი ალექსანდროვსკაიას ჰიდროელექტროსადგურის ჰიდროაგრეგატი, ასევე გამორთულია სამი მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემი ხაზი.
პარალელურად, სამხრეთის მიმართულებით, უკრაინის შეიარაღებული ძალების ავიაციამ და არტილერიამ დაბომბა რუსული საარმიო ნაწილების საბრძოლო მასალის საცავები, საჰაერო თავდაცვის ძალების ორი სამეთაურო პუნქტი და პოზიციები, ასევე ხერსონის მახლობლად ელექტრონული ომის სადგური და ნოვაია კახოვკაში პონტონური გადასასვლელი.