1745779132
უკრაინული მედიის ინფორმაციით, რუსებმა ზაპოროჟიეში ორ ინფრასტრუქტურულ ობიექტს დაარტყეს

ზაპოროჟიეში რამდენიმე აფეთქება მოხდა. წინასწარი ინფორმაციით, მტერმა ორ ინფრასტრუქტურულ ობიექტს დაარტყა, - წერს უკრაინული მედია ზაპოროჟიეს სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის განცხადებაზე დაყრდნობით.
„მტერმა მორიგი სარაკეტო იერიში მიიტანა რეგიონულ ცენტრზე. ამ დრომდე, რვა თავდასხმა განხორციელდა. წინასწარი ინფორმაციით, სამიზნე ისევ ინფრასტრუქტურული ობიექტები იყო", - წერს ალექსანდრ სტარუხი Telegram-ზე.
დაშავებულების შესახებ ინფორმაცია ზუსტდება.
აფეთქებების შედეგად, ქალაქის ზოგიერთ რაიონში ელექტროენერგია გაითიშა, თუმცა ნახევარ საათში აღდგა.

ფილიპინებში ძლიერი მიწისძვრა მოხდა
1745776837