ქალმა, რომელსაც მაღაზიის მოლარემ ლატარიის ბილეთი შეცდომით მიჰყიდა, 2 მილიონი დოლარი მოიგო
1740070670
უკრაინაში რუსეთის შეჭრის დაწყებიდან დღემდე 143 ბავშვი დაიღუპა. ამის შესახებ უზენაესი რადას ადამიანის უფლებათა კომისარმა ლუდმილა დენისოვამ განაცხადა.
„2022 წლის 28 მარტის დილის 08:00 საათისთვის, წინასწარი გამოძიების ერთიანი რეესტრის, ისევე როგორც სხვა დადასტურებული წყაროების მიხედვით, უკრაინაში ომის დაწყებიდან დღემდე დაიღუპა 143 და დაშავდა 216 ბავშვი.“, - განაცხადა მან.
ამასთან, დენისოვამ განმარტა, რომ დაღუპული და დაჭრილი ბავშვების რეალური რაოდენობის დადგენა შეუძლებელი იყო იმის გამო, რომ საოკუპაციო ძალები აქტიურად იბრძვიან უკრაინის ქალაქებში.
გარდა ამისა, სახელმწიფო სასაზღვრო სამსახურის ინფორმაციით, რუსი დამპყრობლები იტაცებენ უკრაინელ ბავშვებს და აშანტაჟებენ მათ მშობლებს.