პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
ბახვა ჩიქობავა ქალაქ მარიუპოლის დაცვისას გმირულად დაიღუპა. უკრაინის მიწაზე მებრძოლ გმირებს - დავით რატიანს და გია ბერიაშვილს, საქართველოში 24 მარტს ჩამოასვენებენ.
ბახვა ჩიქობავა ხათუნა ხოფერიას მამიდაშვილი გახლავთ. პოლიტიკოსი სოციალურ ქსელში ემოციურ პოსტს აქვეყნებს.
ხათუნა ხოფერია: - ასე მგონია, რეალობას მოვწყდი.
მოგონებებში ვცხოვრობ და მოგონებებს დავტირივარ.
54 წელი შენთან ერთად... დაწყებული პირველი სიტყვით, რომელიც დედაჩემს უთხარი ფაფის ჭამის დროს - გაგაქავ... დამთავრებული შენი ბოლო წერილით... უამრავი სიხარულით და ბედნიერებით... ჩემზე და ჩემ შვილებზე ზრუნვით. ბიჭებს რომ ვერ ვერეოდი, ბახვას ვურეკავ, მე მოვრჩი თქვენთან ჭიდაობასთქო და... ოღონდ შენთან არ ჩამეშვა, პატარა ბავშვებივით მიყურებდნენ თვალებში... როგორც ქვემოთ, ფოტოზე, ასე იყვნენ გაშეშებულები შენთან.
რა საშინელი ყოფილა, როდესაც გლოვაც არ შეგიძლია წესისამებრ... როდესაც ტირი და იმედის სხივი გულის კუნჭულში მაინც ანათებს და... ისევ ხვდები, რომ მოგონებებს დასტირი...
რა მტკივნეული ყოფილა ეს იმედის სხივი... იქნებ... იქნებ... იქნებ...
ბახვანხულა, ბახვანხო, ბახულია, გეხვეწები რააა...
მამიდა ამბობს, დაველოდებიო...
მე ვფიქრობ, იქნებ სჯობდეს, იმედის სხივით წავიდეს...
არ ვიცი... რეალობას მოვწყდი...