პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
სადაზვერვო სამსახურის ყოფილმა ხელმძღვანელმა, იაკოვ კედმიმ კომენტარი გააკეთა ალა პუგაჩოვასა და მაქსიმ გალკინის ისრაელში გამგზავრებაზე, ომის დაწყების შემდეგ. მისი თქმით, ამ ქვეყანაში ყველა ვერ შეძლებს კარგად ცხოვრებას.
მედიის ცნობით, ალა პუგაჩოვა მაქსიმ გალკინთან და ბავშვებთან ერთად ისრაელში თვეზე მეტია, იმყოფებიან. იუმორისტი ამჟამად აქტიურად ემზადება მომავალი კონცერტებისთვის, მისი მეუღლე კი სანაპიროზე სეირნობით ტკბება.
ჟურნალისტების თქმით, ვარსკვლავები სანაპიროზე მდებარე ვილაში ცხოვრობენ. გაირკვა, რომ წყვილმა ისრაელი გალკინის ახლობლების გამო აირჩია.
სამხედრო ექსპერტმა, იაკოვ კედმიმ აღნიშნა, რომ ისრაელში კომფორტულად იცხოვრებენ მხოლოდ ის ხელოვანები, რომლებმაც თან ბევრი ფული წაიღეს. მისი თქმით, კულტურისა და მენტალიტეტის სხვაობა კვალს ტოვებს რუსეთის ფარგლებს გარეთ ცხოვრების დროს.
„ასეთი ადამიანები მხოლოდ გამოსაყენებელი და გადასაყრელი იარაღია. რამდენ კონცერტს გამართავენ პუგაჩოვა ან გალკინი ისრაელში? მათ აქვთ განსხვავებული კულტურა, განსხვავებული იუმორი, განსხვავებული პრობლემები, ისრაელში არავის აინტერესებს“, - დარწმუნებულია კედმი.
ომის დაწყების შემდეგ, შოუბიზნესის არტისტების უმეტესობამ მხარი დაუჭირა რუსეთის აგრესიას, მაგრამ, არიან ისეთი ცნობილი სახეებიც, რომლებიც ეწინააღმდეგებიან პუტინის აგრესიას და დატოვეს ქვეყანა. რუსეთის ფედერაციიდან ვარსკვლავები ძირითადად დასავლეთ ევროპის ქვეყნებში გადიან - ლატვია, ესტონეთი და ისრაელი.