პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
რუსმა შოუმენმა მაქსიმ გალკინმა, რომელმაც ერთ-ერთმა პირველმა დაგმო უკრაინის ომი და ოჯახთან ერთად ისრაელში გადავიდა, უკრაინელი ლტოლვილების დახმარება გადაწყვიტა.
გალკინმა რამდენიმე კონცერტი დააანონსა თელ-ავივსა და ჰაიფაში. ბილეთების გაყიდვიდან შემოსული თანხის ნაწილს უკრაინელ ლტოლვილებს გადაურიცხავს, რომლებიც იძულებულნი გახდნენ უკრაინაში ომის გამო საკუთარი სახლი დაეტოვებინათ.
„ძვირფასო მეგობრებო, რადგან უკვე გამოცხადებული კონცერტების ბილეთები, ისევე როგორც ადრე დადგმული დამატებითი კონცერტები, გაყიდულია, მე და ტურის ორგანიზატორი მაყურებლის თხოვნით ვაცხადებთ კიდევ ორ დამატებით კონცერტს. თელავივში 13 ივნისს და მეორე კონცერტს ჰაიფაში 15 ივნისს. გადავწყვიტე გამომუშავებული თანხის ნაწილი გადამერიცხა უკრაინელი ლტოლვილების დასახმარებლად, ვფიქრობ, ვინც უკვე იყიდა ბილეთები, სიამოვნებით გაიგებს, რომ ამ გზით ჩვენ ერთად გავაკეთებთ კარგ საქმეს“, - განაცხადა გალკინმა.