VIDEO: როგორ გამოიყურება სახლი ისრაელში, რომელშიც ახლა გალკინი და პუგაჩოვა ცხოვრობენ

პუგაჩოვა და გალკინი

მას შემდეგ, რაც ალა პუგაჩოვა და მაქსიმ გალკინი რუსეთიდან გაემგზავრნენ, მეუღლეების ახალი ადგილსამყოფლის შესახებ ბევრი ინფორმაცია გავრცელდა. როგორც ამბობენ, ალა პუგაჩოვამ რუსეთი, ოჯახთან ერთად, კერძო თვითმფრინავით დატოვა.

წყვილი ამჟამად ისრაელში ცხოვრობს. სოციალურ ქსელში გავრცელდა ცნობილი ოჯახის სავარაუდო სახლის ფოტოები.

ოფიციალური წყაროებიდან დაუდასტურებელი ინფორმაციით, ოჯახი კესარიაში ცხოვრობს, სადაც ცნობილი ისრაელელი ადვოკატები და ტელევარსკვლავები ცხოვრობენ.

სხვადასხვა მედიასაშუალება იუწყება, რომ იქ 650 კვ.მ ფართობის სასახლეში, რომელიც ხმელთაშუა ზღვას გადაჰყურებს, წყვილი ბავშვებთან ერთად დასახლდა.

თავად გალკინმა, თაყვანისმცემლებისთვის ბოლო მიმართვაში, თქვა, რომ ახლა არ არის დრო, რომ აჩვენოს მისი ცხოვრების დეტალები.

შეგახსენებთ, რომ თებერვლის ბოლოს მომღერალი ალა პუგაჩოვა და მისი მეუღლე მაქსიმ გალკინი შვილებთან ერთად ისრაელში გაემგზავრა. ბევრმა რუსმა დაიწყო ვარსკვლავური წყვილი გაკრიტიკება მსგავსი ნაბიჯის გამო.