ზელენსკი: რუსეთის დროშა აკრძალულია სპორტულ შეჯიბრებებზე, თანამედროვე კულტურა დაიხურება რუსებისთვის, რუსული ბანკები გათიშულია გლობალური სისტემიდან

ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ქვეყნებს მოუწოდა, არ დარჩნენ ნეიტრალურები და შეუერთდნენ ომის საწინააღმდეგო კოალიციას.

ამის შესახებ მან გაკეთებულ მიმართვაში განაცხადა.

„ამ დროის განმავლობაში ჩვენ ევროკავშირი ახალ დონეზე გავაერთიანეთ. ფორმალურზე მაღლა. ომის ექვსი დღე არის, როგორც 30 წელი. ამიტომ ევროკავშირი გვპასუხობს „დიახ“. ჩვენ დავიწყეთ გაწევრიანების სპეციალური დაჩქარებული პროცედურა.  ნეიტრალურმა შვეიცარიამ მხარი დაუჭირა ევროკავშირის სანქციებს რუსი ოლიგარქების, ოფიციალური პირების, თავად სახელმწიფოსა და კომპანიების წინააღმდეგ. კიდევ ერთხელ – ნეიტრალურმა შვეიცარიამ. მაშ რას ელოდებიან სხვა ქვეყნები? ჩვენს ომის საწინააღმდეგო კოალიციას შეუერთდნენ ის ქვეყნები, რომლებსაც მოსკოვი ერთი კვირის წინ ითვლიდა. ეს არაჩვეულებრივი შედეგია. ახლა ნეიტრალურად დარჩენა არ შეიძლება!“, – განაცხადა ზელენსკიმ.

ზელენსკიმ ასევე აღნიშნა, რომ რუსეთმა ამ დროის განმავლობაში გლობალური დანაკარგები განიცადა: „რუსეთის დროშა აკრძალულია სპორტულ შეჯიბრებებზე, თანამედროვე კულტურა დაიხურება რუსებისთვის, რუსული ბანკები გათიშულია გლობალური სისტემიდან“.