თბილისში, ნაქირავებ ბინაში 23 წლის ბიჭი გარდაცვლილი იპოვეს
1775076071
პუტინს სურს მეტი ადამიანი გახვიოს ომის ალში, რომლის მოგების შანსი არ აქვს, - განაცხადა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ.
„პუტინმა სრული უპატივცემულობა გამოავლინა ჩინეთის, ინდოეთის, მექსიკის, თურქეთის, აზიის, აფრიკის, ახლო აღმოსავლეთისა და ლათინური ამერიკის სხვა ქვეყნების მიმართ, რომლებიც დიპლომატიისკენ და ომის დასრულებისკენ მოუწოდებდნენ. მას სურს მეტი ადამიანი გახვიოს ომის ალში, რომლის მოგების შანსი არ აქვს“, - აღნიშნა დმიტრო კულებამ.
დღეს რუსეთის პრეზიდენტმა ქვეყანაში ნაწილობრივი მობილიზაცია გამოაცხადა და დასავლეთი გააფრთხილა, რომ „ბირთვული შანტაჟის“ გაგრძელების შემთხვევაში, რუსეთი მათ მთელი არსენალით უპასუხებს.