დააკვირდით ამ ციფრებს - რას ნიშნავს თქვენს პასპორტში მითითებული პირადი ნომერი
1732311895
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი დმიტრო კულება ქართველ კოლეგასთან Sეხვედრას Twitter-ის ოფიციალურ გვერდზე გამოეხმაურა.
„პრაღაში, ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების არაფორმალური შეხვედრის ფარგლებში, ჩემს ქართველ კოლეგას, ილია დარჩიაშვილს შევხვდი. განვიხილეთ მთელი რიგი ორმხრივი საკითხები და აღმოსავლეთ პარტნიორობის მომავალი“, - წერს დმიტრო კულება.
ილია დარჩიაშვილმა უკრაინელ კოლეგას კიდევ ერთხელ დაუდასტურა საქართველოს ურყევი მხარდაჭერა უკრაინის მიმართ და იმედი გამოთქვა, რომ ომი მალე დასრულდება და ქვეყანაში მშვიდობა და სტაბილურობა დაისადგურებს.
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი უკრაინელ და მოლდოველ კოლეგებთან ერთად, ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყნის - ჩეხეთის მიწვევით, 30-31 აგვისტოს, პრაღაში, ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების არაფორმალურ ე.წ. გიმნიხის შეხვედრაში მონაწილეობს.