"პუტინმა უკრაინაზე კბილები დაიმტვრია, მაგრამ ის ჯერ ბოლომდე არ გამტყდარა" - დმიტრო კულება

დმიტრო კულება

"პუტინმა უკრაინაზე კბილები დაამტვრია, მაგრამ  ჯერ ის ბოლომდე არ გატყდა" - ასე ეხმაურება უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი დმიტრო კულება რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინს. 

ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს. 

"ყველა ნიშნით უკვე აშკარაა, რომ პუტინმა კბილები უკრაინაზე დაიმტვრია, მაგრამ თქვენთან გულწრფელი ვიქნები , გმირობის გარეშე - პუტინი ჯერ არ გატეხილა. ის ამ კონფლიქტში კვლავ სამხედრო გზას ეძებს, სამხედროს. ამიტომ ისვრის და ისვრის დიდ ძალებს. ის ბრძანებს გასცემს,  თავისმა ჯარმა ცეცხლი სამოქალაქო პირებს საცხოვრებელ ადგილებში გაუხსნას. ის თავის რისხვას უბრალო ხალხზე ანთხევს", - თქვა კულებამ.

საგარეო საქმეთა მინისტრმა აღნიშნა, რომ ყველა ეს ფაქტი დაფიქსირებულია, ყველა სამხედრო დანაშაული აღირიცხება.

„ჩვენ გავაკეთებთ ისე, რომ ყველა ამ ომის დანაშაულზე საერთაშორისო სასამართლოებში პასუხისმგებლობა დაეკისროს მათ, ვინც დანაშაული ჩაიდინა და ვინც კრიმინალური ბრძანებები გასცა, მაგრამ ეს მოგვიანებით მოხდება.

ახლა მთავარია - ჩვენ უნდა დავდგეთ მყარად. ჩვენ გვჭირდება კბილების ღრჭიალი, რაც არ უნდა ძნელი იყოს, არ დავკარგოთ გამარჯვების რწმენა. მტერი უკვე გატეხილია, ჩაძირულია და მორალურად უარესდება. შინაგანად შოკი არიან.

რუსეთში ცხოვრების დონის მკვეთრი ვარდნა და იზოლაციაში მოქცევა მიმდინარეობს. ეს იწვევს აღშფოთებას, მაგრამ ჩვენ მხოლოდ საკუთარ თავს, საკუთარ ძალებს უნდა ვენდოთ“, - ხაზგასმით აღნიშნა კულებამ.

„უნდა გვახსოვდეს, რომ უკრაინამ, უკრაინელმა ხალხმა თავისი ისტორიის მანძილზე გაუგონარი, საშინელი განსაცდელები გაიარა, მაგრამ აღმოჩნდა, რომ უკრაინელები დაუმარცხებლები არიან. და ეს გადამწყვეტი ბრძოლა, რომელსაც ჩვენ საკუთარი თავისთვის ვაწარმოებთ.

ჩვენი არსებობისთვის უნდა ვიყოთ გამარჯვებულები. დარწმუნებული ვარ, რომ აუცილებლად გავიმარჯვებთ“, - განაცხადა კულებამ.