პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
მოსკოვში, „მეორე მსოფლიო ომში“ გამარჯვების 77-ე წლისთავის აღსანიშნავად, აღლუმი იმართება. აღლუმზე სიტყვით უკვე გამოვიდა რუსეთის პრეზიდენტი.
ვლადიმერ პუტინმა, სიტყვით გამოსვლისას, მთავარი აქცენტი უკრაინაზე გააკეთა და განაცხადა, რომ რუსეთმა წინმსწრები პასუხი გასცა აგრესიას.
პუტინმა უკრაინაში სამხედრო ოპერაციას სახელი შეუცვალა და „პრევენციული წინააღმდეგობა“ უწოდა.
„ამ დღეებშიც თქვენ იბრძვით ჩვენი ხალხისთვის დონბასში და ჩვენი სამშობლოს, რუსეთის უსაფრთხოებისთვის“, - მიმართა პუტინმა აღლუმის მონაწილე სამხედროებს.
რუსეთის პრეზიდენტმა ისევ ილაპარაკა, თუ როგორ შესთავაზეს დასავლეთს შეთანხმება უსაფრთხოების გარანტიების შესახებ და როგორ მოუწოდებდნენ „გონივრული, კომპრომისული გადაწყვეტილებებისკენ“, თუმცა, „ნატოს ქვეყნებმა არ ისურვეს რუსეთის მოსმენა“, რადგან სინამდვილეში სხვა გეგმები ჰქონდათ. უკრაინის მიერ არაერთხელ უარყოფის მიუხედავად, პუტინმა ისევ ახსენა უკრაინის მიერ დაგეგმილი „სადამსჯელო ოპერაცია დონბასში“ და თქვა, რომ მზადდებოდა შეჭრა რუსეთის „ისტორიულ მიწებზე, ყირიმის ჩათვლით“.
„ყველაფერი მეტყველებდა იმაზე, რომ შეტაკება გარდაუვალი იქნებოდა ნეონაცისტებთან, ბანდერელებთან, რომლებზეც ფსონს დებდნენ აშშ და მისი უმცროსი კომპანიონები“, - განაცხადა პუტინმა.
მან უკრაინის წინააღმდეგ დაწყებულ ომს უწოდა „აგრესიის წინასწარ მოგერიება“(პრევენციული წინააღმდეგობა), რაც პუტინის განცხადებით, იყო „იძულებითი, დროული და ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება“, რომელიც მიიღო „სუვერენულმა, ძლიერმა და დამოუკიდებელმა ქვეყანამ“.
წელს წითელ მოედანზე გამართულ აღლუმს არც ერთი უცხოელი სტუმარი არ ესწრება. ამასთან, ცნობილი გახდა, რომ უამინდობის გამო, აღლუმის დროს ავიაციას არ გამოიყენებენ.