დაასახელეს უკრაინელი ვარსკვლავები, რომლებმაც პუტინისტ ნათესავებთან ურთიერთობა შეწყვიტეს

უკრაინელები

24 თებერვალს უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შემოჭრის შემდეგ ბევრმა ადამიანმა შეწყვიტა ურთიერთობა რუსეთიდან ან ოკუპირებული ტერიტორიებიდან ნათესავებთან იმ მოტივით, რომ ისინი მხარს უჭერენ პუტინის სისხლიან პოლიტიკას.

დაასახელეს უკრაინელი ვარსკვლავები, რომლებმაც პუტინისტ ნათესავებთან ურთიერთობა შეწყვიტეს.

ეგორ სობოლევი

ტელეწამყვან მარიჩკა პადალკოს მეუღლემ, ეგორ სობოლევმა მშობლებთან ურთიერთობა შეწყვიტა, რადგან მათ არ სჯეროდათ რუსი ჯარისკაცების სისასტიკის. 

სვეტლანა ტარაბაროვა

მომღერალმა რუსეთში მცხოვრებ ბიძასთან ურთიერთობა ხერსონის ბრძოლის შემდეგ შეწყვიტა, რადგან მან სოციალურ ქსელში დაწერა შემდეგი სიტყვები „საბოლოოდ განთავისუფლდნენ“.

ვიტალი კოზლოვსკი

ვიტალიმ უთიერთობა გაწყვიტა საკუთარ დასთან, რომელიც მოსკოვში ცხოვრობს. მას არ სჯეროდა ძმის მიერ მონათხრობი ისტორიები იმის შესახებ, რომ რუსი ჯარისკაცები უკრაინაში მშვიდობიან ხალხს კლავდნენ.