დააკვირდით ამ ციფრებს - რას ნიშნავს თქვენს პასპორტში მითითებული პირადი ნომერი
1732311895
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის განცხადებით, რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ისტორიის დამახინჯებას ცდილობს, უკრაინის წინააღმდეგ დაწყებული ომის გასამართლებლად.
„რადგან ევროპაში ისევ მძვინვარებს ომი, ჩვენ უნდა გავაძლიეროთ ჩვენი სიმტკიცე და წინააღმდეგობა გავუწიოთ მათ, ვინც ახლა ცდილობს ისტორიული მეხსიერებით მანიპულირებას საკუთარი ამბიციების წარმატებისთვის. ნაცისტებზე მოკავშირეთა გამარჯვება პატივცემული უნდა იყოს, როგორც კოლექტიური გმირობისა და მსხვერპლის მიღწევა. პრეზიდენტი პუტინი ცდილობს, დაამახინჯოს ისტორია, რათა გაამართლოს თავისი არაპროვოცირებული და სასტიკი ომი უკრაინის წინააღმდეგ. ისინი, ვინც იკვლევენ წარსულს, იციან, რომ პრეზიდენტი ზელენსკი და უკრაინის მამაცი ხალხი განასახიერებენ მეორე მსოფლიო ომში გამარჯვებულთა სულს. ისინი გაბედულად იცავენ თავიანთ ქვეყანას, მათ დემოკრატიასა და უკრაინის სამართლიან მომავალს ერთიან, თავისუფალ და მშვიდობიან ევროპაში“, – ნათქვამია ენტონი ბლინკენის განცხადებაში.