დააკვირდით ამ ციფრებს - რას ნიშნავს თქვენს პასპორტში მითითებული პირადი ნომერი
1732311895
უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ უკრაინა 4 500 000-ზე მეტმა ადამიანმა დატოვა. ყველაზე მეტი ლტოლვილი პოლონეთმა მიიღო.
24 თებერვლის შემდეგ პოლონეთში 2 მილიონ 600 ათასზე მეტი უკრაინელი შევიდა. რუმინეთში 700 000, მოლდოვაში 410 000, უნგრეთში 430 ათასამდე, სლოვაკეთში კი 320 ათასზე მეტი. იზრდება იმ ადამიანების რიცხვი, ვინც უკრაინაში დაბრუნება გადაწყვიტა.
„ინდეფენდენთი" ავრცელებს ინფორმაციას, რომ ვლადიმირ პუტინმა 100 000-მდე უკრაინელი ლუჰანსკის და დონეცკის ოლქებიდან იძულებით გამოიყვანა და მათი სახლებიდან ათასობით კილომეტრის მოშორებით გაასახლა, საუბარია ციმბირზე.
„ინდეფენდენთი" რუსეთის მთავრობის ოფიციალურ ბრძანებას ეყრდნობა.