წმინდა დიდმოწამის, გიორგის სასწაული, რომელიც ახლო წარსულში მოხდა
1732308814
სოციალური ქსელის მომხმარებელი, მათე სარკინეთელი, ერთ-ერთ მიტოვებულ საფლავზე წერს, სადაც დაკრძალული არიან პირველი რესპუბლიკის და თურქეთის წინააღმდეგ ომში დაღუპული ახალგაზრდა მეომრები.
„ახლა ამ კაცზე უნდა დავწერო და გეტყვით რა ხდება ფოტოზე, ეს საფლავი არის მიტოვებული, დაკრძალული არიან პირველი რესპუბლიკის და თურქეთის წინააღმდეგ ომში დაღუპული ახალგაზრდა მეომრები, ბევრს არ დარჩა შთამომავლობა და მიეცა დავიწყებას მათი საფლავები, Giorgi Bolqvadze -ის თაოსნობით, მოძიებულ იქნა იმ მეომარი ბიჭების მიტოვებული საფლავები და დაიწყეს მისი აღდგენა, ფოტოზე არიან ის კაცები ვინც ამ საქმეს სული ჩაუდგეს, დიდება იმ ბიჭებს.“,- წერს მათე.
„პრაიმტაიმი“ ამ კეთილი საქმის წამომწყებს, გიორგი ბოლქვაძეს დაუკავშირდა.
„ეს საფლავი, ფეისბუკზე აღმოვაჩინე. დავინტერესდი წავედი ვნახე ეს საფლავები და შემთხვევით აღმოჩნდა, რომ მეორე საფლავიც იყო და დავიწყე ინფორმაციულად გაჟღერაბა, რომ ამ საფლავების არსებობის შესახებ უფრო მეტს გაეგო. გვინდა რომ საფლავი ღირსეულად გავაკეთოთ. იქ არის 16-დან 18 წლამდე ახალგაზრდები.
სოფელი ვაშლარია, ოზურგეთის რაიონთან. ქალაქთან ახლოსაა გზის პირზეა.“,- ამბობს გიორგი ბოლქვაძე.