„არ გვაქვს კარგი ურთიერთობა, თუმცა მან გამაკვირვა“ - უაითი დვალიშვილის შესახებ
1737291854
"ნაკლებად სავარაუდოა, რომ გამარჯვებული პუტინი უკრაინაში გაჩერდეს. მის გამარჯვებას გარკვეული შედეგები მოჰყვება საქართველოსა და მოლდოვაში", - ამის შესახებ გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრმა ბორის ჯონსონმა კონსერვატიული პარტიის კონფერენციაზე განაცხადა.
„ახლა გადამწყვეტი მომენტია მსოფლიოსთვის. ახლა არჩევანის გაკეთების მომენტია, არჩევანის თავისუფლებასა და შევიწროებას შორის. ჩვენ ვდგავართ უკრაინელი ხალხის გვერდით. ათობით ათასი ადამიანი ჩვენს ქვეყანაში თავისი სახლის კარს უხსნის უკრაინელ ხალხს. ყოველ დღე, როცა უკრაინელების გმირული წინააღმდეგობა გრძელდება, ნათელი ხდება, რომ პუტინმა კატასტროფული შეცდომა დაუშვა.
საკუთარ თავს უნდა ჰკითხოთ, რატომ დაუშვა მან ეს შეცდომა? რატომ გადაწყვიტა შეჭრილიყო ამ აბსოლუტურად უდანაშაულო ქვეყანაში? იმიტომ, რომ თავისუფალ და დემოკრატიულ უკრაინაში მისი რეჟიმისთვის საფრთხე დაინახა. ცხადია, მას არ სჯეროდა, რომ უკრაინა უახლოეს მომავალში ნატოში გაწევრიანდებოდა. მან არაჩვეულებრივად იცოდა, რომ არ არსებობდა უკრაინის მიწაზე სარაკეტო დანადგარების განთავსების გეგმა.
მისი გადაწყვეტილება ამას ნამდვილად არ უკავშირდებოდა და მას უკრაინის აბსოლუტურად სხვა მიზეზის გამო ეშინოდა. ყოველწლიურად, როცა უკრაინა წარმატებას აღწევდა თავისუფლების, დემოკრატიისა და ღია ბაზრის მიმართულებით, პუტინს ეშინოდა უკრაინის მაგალითის. პუტინის რუსეთში ადამიანებს 15 წლით აპატიმრებენ იმის გამო, რომ მათ შეჭრას "შეჭრა" უწოდონ და ვინც არჩევნებზე პუტინის წინააღმდეგ გამოდის, წამლავენ ან ესვრიან. ალბათ, სწორედ იქიდან გამომდინარე, რომ რუსეთი და უკრაინა ისტორიულად ამდენად ახლოს იყვნენ, პუტინს ასე ძალიან ეშინოდა უკრაინის გავლენის მასსა და მის ქვეყანაზე", - განაცხადა ბორის ჯონსონმა.