დააკვირდით ამ ციფრებს - რას ნიშნავს თქვენს პასპორტში მითითებული პირადი ნომერი
1732311895
„რუსეთის წინააღმდეგ სანქციებმა არ იმუშავა, საჭიროა ახალი სტრატეგია, რომელიც ომში გამარჯვების ნაცვლად, კარგ სამშვიდობო წინადადებაზე იქნება ფოკუსირებული“, – ამის შესახებ უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა განაცხადა.
უნგრეთის მთავრობის ხელმძღვანელის თქმით, უკრაინასთან დაკავშირებით დასავლეთის სტრატეგია ოთხ საყრდენს ეფუძნება – რომ უკრაინას შეუძლია, მოიგოს ომი რუსეთის წინააღმდეგ ნატო-ს იარაღით; რომ სანქციები შეასუსტებს რუსეთს და მისი ხელმძღვანელობის დესტაბილიზაციას მოახდენს; რომ სანქციები უფრო მეტად დააზარალებს რუსეთს, ვიდრე ევროპას და რომ მსოფლიო დადგებოდა ევროპის მხარდასაჭერად.
„ჩვენ ვსხედვართ მანქანაში, რომლის ოთხივე საბურავი დაზიანებულია: სრულიად ნათელია, რომ ომი ამ გზით ვერ იქნება მოგებული. უკრაინა ვერასდროს მოიგებს ომს ამ გზით მხოლოდ იმიტომ, რომ რუსეთის არმიას აქვს ასიმეტრიული დომინირება. ვინაიდან რუსეთს უსაფრთხოების გარანტიები სურს, ეს ომი შეიძლება დასრულდეს მხოლოდ რუსეთსა და ამერიკას შორის სამშვიდობო მოლაპარაკებებით“, – განაცხადა ვიქტორ ორბანმა.