ჯარიმა 500-დან 2000 ლარამდეა - მნიშვნელოვანი ინფორმაცია საზოგადოებას
1774899395
დიდი ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრმა, ბენ უოლესმა განაცხადა, რომ უკრაინაში ატომურ ელექტროსადგურზე თავდასხმით, რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ცეცხლს ეთამაშება.
„რუსეთის პრეზიდენტს უმკაცრესად მოვუწოდებთ, აბსოლუტურად შეწყვიტოს თავდასხმა ისეთ ობიექტებზე, როგორიცაა ატომური ელექტროსადგური, რადგან ეს წარმოუდგენლად სახიფათოა. ეს სახიფათოა არა მხოლოდ უკრაინისა და რუსეთისთვის, არამედ ევროპისთვისაც, ეს ცეცხლთან თამაშია“, - აღნიშნა დიდი ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრმა.
აღსანიშნავია, რომ რუსეთის მხრიდან დაბომბვის შედეგად, ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე ხანძარი გაჩნდა. ატომური ენერგიის მსოფლიო სააგენტო იუწყება, რომ ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე ხანძარს სახიფათო და მნიშვნელოვანი აღჭურვილობა არ დაუზიანებია და რადიაციის მაჩვენებლებში ცვლილებები არ შეინიშნება.
აპრილის თვის ამინდის პროგნოზი სრულად
1774800778
31 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი
1774898508