პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
კვიპროსის მთავარეპისკოპოსი ხრისოსტომო რუსეთ-უკრაინის ომსა და ვლადიმერ პუტინზე საუბრობს. უმაღლესი სასულიერო პირი მკაფიო პოზიციას აფიქსირებს და ხმამაღლა აცხადებს, რომ პუტინი, უბრალოდ, ვერ არის კარგად.
ხრისოსტომო ცალსახად გმობს რუსეთის შეჭრას უკრაინაში და აცხადებს, რომ ამ ქვეყნის პრეზიდენტის მოქმედებას არანაირი ლოგიკა არ აქვს:
"პუტინი ქრისტიანი არ არის. ამაზე მისი ქმედებები აჩვენებს, საერთოდ მაინტერესებს, აქვს ამ ადამიანს მუხრუჭები?! არ აქვს არანაირი გამართლება ასეთ ნგრევას, ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, შენობებმაც რაიმე დაუშავეს, რომ ანადგურებს მათ?!
ქვეყანას მიწასთან მხოლოდ გიჟები ასწორებენ. ძალიან ვწუხვარ, რომ ხალხს ხოცავენ. არ ვიცი, როგორ იქცევა ეს ადამიანი! საერთოდ კარგად არის?!
სასულიერო პირს არ შეუძლია დალოცოს ომი, მაგრამ შეუძლია დალოცოს თავდაცვითი ომი.
თუ ჩვენ თურქეთი თავს დაგვესხმება, მე პირველი წავალ საბრძოლველად,” - აცხადებს სასულიერო პირი.
წყარო: georgians.gr