ზელენსკი ითხოვს პუტინთან შეხვედრას და რატომ არ აცხადებენ პრორუსად? წლების მანძილზე მტკიცება მიწევდა, რომ ლაპარაკი საჭიროა - ნინო ბურჯანაძე

ნინო ბურჯანაძე

ზელენსკი ითხოვს პუტინთან შეხვედრას და რატომ არ აცხადებენ პრორუსად? წლების მანძილზე მტკიცება მიწევდა, რომ ლაპარაკი საჭიროა, - ამის შესახებ „ერთიანი საქართველოს“ ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ განაცხადა.

„რასაც მე ვამბობდი, რომ საუბარი აუცილებელია, ეს დღეს დაამტკიცა ბატონმა ზელენსკიმ ყველაზე კარგად. კიევი, ხარკოვი იბომბება, მარიუპოლში უბედურებაა, ბუჩაში კატასტროფა მოხდა, უკრაინის პრეზიდენტი გამოდის და დღესაც ამბობს, რომ მზადაა პუტინს შეხვდეს და უნდა ვილაპარაკოთო.

მე ისეთი რაღაცების მტკიცება მიწევდა.. მართლა ტრაგედიაა ის, რომ წლების მანძილზე იმის მტკიცება მიწევდა, რომ დიახ, ლაპარაკი საჭიროა. და დღეს ზელენსკის პრორუსად რატომ არ აცხადებენ?!, - განაცხადა ბურჯანაძემ „ჯორჯიან თაიმს“-ის ეთერში.