პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
ვლადიმერ პუტინის მოკავშირე, მილიარდერი ოლიგარქი ვიქტორ მედვედჩუკი დაკავებულია.
კიევის მახლობლად, პუშჩა-ვოდიცაში აღმოჩენილია პრორუსი ოლიგარქის მდიდრული სასახლე და „ოქროს ვაგონი“, რომელიც პოლიტიკოსს მეუღლემ, ოქსანა მარჩენკომ დაბადების დღეზე აჩუქა.
მატარებელი დაახლოებით 40 პერსონაზეა გათვლილი, გარდა ამისა ცალკეა სამზარეულო, VIP კუპე და ტუალეტი.
მდიდრული ვაგონის ბარში ნივთების უმეტესობა მოოქროვილია. ვაგონის შესასვლესშივე დგას ბარი, სადაც ჭიქებზე რუსული გერბია გამოსახული.
ტუალეტში კი იმდენივე ოქროს ელემენტია, რამდენიც თავად ტუალეტზე, ღილაკებზე და წყლის მილებზეც კი.
ვაგონში არსებული კარადები და თაროები სავსეა ფუფუნების ნივთებით, მხოლოდ ვერცხლის ჩანგლების, კოვზებისა და დანების შესანახი ყუთი 14 ათასი გრივნა (1444₾) ღირს. თითოეული ვერცხლის ჩანგალი და კოვზის ღირებულება კი 3-დან 9 ათას გრივნამდე მერყეობს.
გარდა ამისა, მედვედჩუკის უზარმაზარ სასახლეში ათობით ფერწერული ტილო და ანტიკვარული ნივთებია ნაპოვნი.
„უკრაინის რკინიგზა“ მზადაა „ოპოზიციური პლატფორმის - სიცოცხლისთვის“ დეპუტატის ვიქტორ მედვედჩუკის ე.წ ოქროს ვაგონის ნაციონალიზაცია მოახდინოს.
როგორ კომპანიის განცხადებაშია აღნიშნული, „ოქროს ვაგონი“ ბავშვების ან პოსტოპერაციული პაციენტების გადასაყვანად გამოიყენონ.
უკრაინული მედიის ინფორმაციით, ვიქტორ მედვედჩუკის მეუღლე ოქსანა მარჩენკო 18 თებერვალს საღამოს ბელორუსიაში გაემგზავრა.
უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიან შეჭრამდე, 21 თებერვალს პრორუსი დეპუტატის სასახლესთან ქონების გადასატანად რამდენიმე მანქანა მივიდა. ამის შესახებ მალევე შეიტყო სახელმწიფო საგამოძიებო ბიურომ და ადგილზე სამართალდამცავები მივიდნენ .
ნახეთ ვიდეო